ღვინო სურვილით

საქართველოში შენ განიცდი განსაკუთრებულ ემოციებს, რომლებიც გინდა გაუზიარო ახლობლებს, ნათესავებს და საყვარელ ადამიანებს. აქ სიტყვები ზემოდან იბადება და MYGEORGIA.WINE-ს წყალობით შენ შეგიძლია გამოხატო შენი გრძნობები პერსონალურად, დაწერო სასაჩუქრე ღვინის ბოთლის ეტიკეტზე შენი სურვილები.

myGeorgia Wine


Story of MyGeorgiaWine

Rose Wine

პირველი სასწავლებელი, სადაც მევენახეობასა და ღვინის წარმოებას ასწავლიდნენ, საქართველოში იყო ორგანიზებული 1877 წელს. ბატონი ი. წინამძღრიშვილი იყო არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ ამ პროექტის ავტორიც.

მოსწავლეებს შორის ყველაზე აქტიური იყო ნოდარ გვარამაძე. მისი ნათესავების მოყოლით, ნოდარი თითქმის ცხოვრობდა სასწავლებელში. ის ხშირად ამბობდა, რომ დადგება დღე, როცა ის საქართველოში ყველაზე გემრიელ ღვინოს დაამზადებდა, თავისი ექსკლუზიური ტექნოლოგიის გამოყენებით.

ნოდარი ძალიან ბევრს მუშაობდა რეცეპტის გამოგონებაზე და წლების განმავლობაში ვერ აღწევდა სასურველი გემოს მიღებას, თუმცა მან მაინც შესძლო საოცნებო ღვინის შექმნა და მიუძღვნა ის შეყვარებულს, მაგრამ თავის გრძნობებში მომხივლელ ნინოს მაინც ვერ გამოუტყდა. ეს რომ ზღაპარი ყოფილიყო, ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია ექნებოდა…

1901 წელს ნოდარი ტრაგიკულად დაიღუპა. და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ნინომ მიიღო ამანათი. ეს იყო პირველი და ერთადერთი ღვინის ბოთლი, რომელზეც იყო წარწერა: «შენ მუდამ ჩემი შთაგონების წყარო იყავი, ჩემო ძვირფასო და საყვარელო ნინო». ნოდარის ახლობლებმა გადასდეს ღვინის დამზადების რეცეპტი «My Georgia»-ს და დღეს ჩვენ გიზიარებთ ამ სიყვარულის ისტორიას.


Tsinandali Wine

«წინანდალი» - ღვინო, რომელიც დამსახურებულად ითვლება ქართველი მეღვინეების საამაყო სასმელად.

Kindzmarauli Wine

ღვინო «ქინძმარაული»-ს წარმოება დაიწყო 1942 წლიდან და ის ითვლება ქართული ღვინოების ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენლად.

For My Love...

შენ მუდამ ჩემი შთაგონების წყარო იყავი, ჩემო ძვირფასო და საყვარელო ნინო.

Nodar Gvaramadze

ნოდარ გვარამაძე

ავტორი, რომლის უნიკალური რეცეპტით, სიყვარულით მზადდება MyGeorgia-ს უგემრიელესი ღვინოები
Minimum 4 characters